massage
კლინიკის ბაზაზე არსებული მასაჟის და რეაბილიტაციის კაბინეტი გთავაზობთ სამკურნალო, ანტიცელულიტურ, რელაქსაციურ, ვაკუუმ მასაჟს, სხეულის ლიმფოდრენაჟს, შიაცუ მასაჟს, ბავშვთა მასაჟს, სახის კოსმეტიკურ მასაჟს, სპორტულ მასაჟს.
We offer you pleasent and professional massage. It's combination of classical and eastern manipulation on the whole body. 1 hour - 40 Lari. Address: 72/2 Agmashenebeli Ave (near Marjanishvili square), Tel 599 911153, Liza, The Massage Cabinet
Приглашаем на массаж - Антицелюлитный, лечебный, расслабляющий массаж 30 мин - 20 Лари, 1 час - 30 Лари. Адрес: Проспект Агмашенебели 72/2 (площадь Марджанишвили), тел. 599911153, 574056550
სამკურნალო მასაჟი
შემდეგი დაავადებებისთვის: გულსისხლძარღვთა სისტემა, მაღალი წნევა, კლიმაქსი, ნევროზი, უძილობა, დაბალი წნევა, თავის ტკივილები, ოსტეოქონდროზი (მარილები), რადიკულიტი, დისკოზი, ზოგადად ხერხემლის პრობლემები, ნერვის ანთება, ნევრალგია, კუნთების გადაღლილობა და ტკივილი, ინსულტის შემდგომი პერიოდი, მოტეხილობების შემდგომი პერიოდი, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა. ხერხემლის პრობლემების და საყრდენ მამოძრავებელი აპარატის დაავადებების, ხერხემლის თიაქარის დროს. სეანსი 30წთ - 15 ლარი.
რელაქსაციური მასაჟი
მოსადუნებლად, დასამშვიდებლად სტრესების დროს. სეანსი 30 წთ - 15 ლარი.
ანტიცელულიტური და გასახდომი მასაჟი
მიმდინარეობს ანტიცელულიტური კრემებით, თაფლით, შეფუთვითი სპა პროცედურების დროს აქტიურად ხდებასაჭირო ნივთიერებების შეწოვა და ღრმად შეღწევა, რის საშუალებითაც ძლიერდება ტოქსინების გამოდევნა, ცხიმების დაშლა, ქსოვილების მასტიმულირებელი, მატონიზირებელი და გამამკვრივებელი მოქმედებები. ანტიცელულიტური მასაჟი სასურველია ჩატარდეს დღეგამოშვებით, არანაკლებ 15 პროცედურისა. შეფუთვა კი საჭიროა კვირაში ორჯერ, სულ 10 პროცედურა. სეანსი 60-80წთ - 20-25 ლარი.
ვაკუუმ მასაჟი (ქილით)
გამოიყენება გამოხატული ტკივილის სინდრომის მოსახსნელად, ნორმალური კუნთური ტონუსის შესაქმნელად, კუნთური ტონუსის შესამცირებლად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ცელულიტის დასაშლელად. სეანსი 40 წთ - 20 ლარი.
სხეულის ლიმფო-დრენაჟი
ლიმფო-დრენაჟული მასაჟი აუცილებელია როგორც ცელულიტის საწინააღმდეგოდ, ასევე შეშუპებების და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. და სამკურნალო პროცედურების დროს. სეანსი 40 წთ - 20 ლარი.
მასტოპათიების დროს
მეძუძურ ქალბატონებში მშობიარობის შემდგომ , როდესაც გაძნელებულია სეკრეტორული ფუნქცია (რძის გამოდევნა, მკერდის გაქვავება, შესიება და ტემპერატურის მომატება). სეანსი - 15 ლარი.
კოსმეტიკური მასაჟი
სახის და დეკოლტე მასაჟი, გამწმენდი, მკვებავი, დამატენიანებელი და ნაოჭების საწიმააღმდეგო ნიღბებისა და კრემების გამოყენებით. სახის კანის დიაგნოსტიკა. სეანსი 60 წთ - 20 ლარი.
სახის გაწმენდა ულტრაბგერის აპარატით
ასევე ვაკუუმით, ნიღბებით ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე. ასევე პიგმენტური ლაქების გაღიავება, ნაწიბურების, აკნეს და აკნეს შემდგომი ლაქები, კუპეროზის (კაპილარები სახეზე) მკურნალობა. ნაოჭების საწინააღმდეგო, მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბები. სეანსი - 20 ლარი.
ბიოეპილაცია, წარბების კორექცია
ფასი შეთანხმებით.
სახის და დეკოლტე ზონის მასაჟი
მკვებავ ნიღბებთან ერთად - 15 ლარი.
აგრეთვე
სამკურნალო მასაჟები 3 თვიდან 16 წლამდე ბავშვებისათვის, ექიმის დანიშნულებით, ან 3 წლიდან ზემოთ ბრტყელტერფიანობაზე და ხერხემლის გამრუდებებზე შემიძლია გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია და დიაგნოსტიკა.
დამატებითი პროცედურები სამკურნალო მასაჟთან ერთად
საჭიროების მიხედვით ჩაგიტარდებათ მანუალური თერაპია, ფიზიო პროცედურები (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი და მაგნიტური თერაპია) და სპეციალური სარეაბილიტაციო ვარჯიშები. ინექციები: კუნთში, კანში, კანქვეშ, ვენაში და მუხლის სახსარში. გარდა პროცედურებისა თქვენ მიიღებთ უამრავ სასრგებლო რჩევას სწორი კვების და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. სპეციალურ ფიტო ჩაის სხვადასხვა დანიშნულებისათვის: ორგანიზმის გამწმენდი, დამამშვიდებელი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის დროს, იმუნიტეტის ასმაღლებელი და ქალბატონებისათვის ასაკობრივ ცვლილებეთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. ბავშვებისათვის ზრდის პროცესების ნორმალიზაციის და გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად (თაფლის, ფუტკრის რძის, ყვავილის მტვერის და დინდგელის ნარევი) რომელსაც ვერავითარი ქიმიური ვიტამინი ვერ შეცვლის.
გვაქვს მომსახურება ბინაზე
სამკურნალო მასაჟი: ქალბატონებს, 3 წლამდე ბავშვებს, ინსულტგადატანილი, ტრამვების და ოპერაციების შემდგომ პერიოდში პაციენტებისათვის.
თქვენგან ყოველი ახალი კლიენტის გამოგზავნის შემთხვევაში ნებისმიერი ერთი პროცედურა 30 წუთიანი ჩაგიტარდებათ უფასოდ საჩუქრად. სამი კლიენტის შემთხვევაში კი მიიღებთ პლიუს ზოგად 20% ფასდაკლებას.
ასევე გთავაზობთ თანამშრომლობას: ნევროპათოლოგებს, ტრამვატოლოგებს, ოჯახის ექიმებს, რიგით მოქალაქეებს: თქვენგან გამოგზავნილი ყოველი კლიენტის და პაციენტისგან 20%-იან გადასახადს.

ჩაწერა წინასწარ. ტელეფონები:.
555 969045
5 99 911153
5 74 056550
მობრძანდით და გაილამაზეთ ცხოვრება მინიმალურ ფასებში!